Best of MP3 downloads

Detailierte Künstler Informationen: Soft Eject

Info in english

Soft Eject

ისტორია

SOFT EJECT ჩამოყალიბდა 1989 წელს .
პირველი კონცერტი _ 1990 წელს ბათუმის როკფესტივალზე .
პირველი რადიოინტერვიუ _ 1990 წელს .
პირველი სატელევიზიო გამოსვლა _ 1992.
1992-1995 SOFT EJECT მუშაობს გერმანიაში , ახორციელებს ათამდე საკონცერტო ტურს და გამოსცემს 4 მაგნიტოალბომს :
"Everybody" - 1993
"Something New" - 1994
"Now!" - 1995
"Collection" – 1995
1995 ჯგუფი თბილისში იღებს თავის პირველ ვიდეოკლიპს სიმღერაზე "Please just Carry On", რომელიც დღემდე დიდი სიხშირით გადაიცემა სხვადასხვა ტელეარხებზე ჯგუფის სხვა ვიდეოკლიპებთან ერთად .
1996 SOFT EJECT თბილისში აყალიბებს საკუთარ სტუდიას SE Studio.
1996-2000 ჯგუფი საკუთარ სტუდიაში მუშაობს ახალ ექსპერიმენტულ პროექტებზე , სადაც ერთმანეთს ერწყმის როკი , ფოლკი და კლასიკა . ექსპერიმენტის შედეგები წარმატებით Y წარმოჩინდა 2000 წელს თბილისის გიტარ - ფესტივალზე . ამავე დროს ჯგუფი ძალიან ინტენსიურად მუშაობს სცენაზე და ჩამწერ სტუდიებშიც .
2000 ჯგუფი მონაწილეობას იღებს ფესტივალში “ მხიარული მატარებელი ”.
2000 გამოდის ჯგუფის ალბომი "WANDERER".
2000 SOFT EJECT ატარებს წარმატებულ კონცერტს თბილისის ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში 2000 მაყურებლის წინაშე . კონცერტი პირდაპირ სატელევიზიო ეთერში გადაიცა მთელ საქართველოზე და , ამავე დროს , ინტერნეტშიც . 2002 გამოდის რეჟისორ ნინო დალაქიშვილის ფილმი “ SOFT EJECT – მოხეტიალე ”. სექტემბერი 2004 ჯგუფი ახორციელებს თავის პირველ ვიზიტს ინგლისში , სადაც მონაწილეობას იღებს მანჩესტერის “In The City” ფესტივალის ფარგლებში გამართულ ქართულ საღამოში სამ სხვა ქართულ ჯგუფთან ერთად . დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ www.g1mpstar.com . ამას გარდა , Soft Eject ატარებს კონცერტებს მანჩესტერისა და ლივერპულის სხვადასხვა კლუბებში . 2002 გამოდის ჯგუფის ახალი საინტერესო ინსტრუმენტული ალბომი "NINE MOUNTAINS AWAY" ( “ ცხრა მთას იქით ” ).
2003 ჯგუფი ახორციელებს მეორე ტურს ინგლისში , სადაც ატარებს 19 კონცერტს 22 დღეში .
2003 ჯგუფი მუშაობს ახალ ალბომზე Caucasus Dances (“ კავკასიური ცეკვები ”). 2003 Soft Eject აორგანიზებს და მონაწილეობს პროექტში “ მიეხმარე მომავალს ”, რომლის ფარგლებშიც ახორციელებს ინტენსიურ ტურნეს საქართველოს რეგიონებში რამდენიმე მოწინავე ქართულ ჯგუფთან ერთად .
1 ნოემბერი 2003 პროექტის “ მიეხმარე მომავალს ” დასკვნითი კონცერტი თბილისში , ვაკის პარკში , 50 000 მაყურებლის წინაშე . კონცერტი ტრანსლირებულ იქნა ყველა ტელეარხის მიერ მთელი საქართველოს მასშტაბით .
ნოემბერი 2003 Soft Eject აქტიურად მონაწილეობს ვარდების რევოლუციაში , სადაც რამდენიმე სხვა ჯგუფთან ერთად მხარს უჭერს დემონსტრანტებს და ატარებს კონცერტებს წვიმიან ღამეებში . ამის შედეგად Soft Eject - ს , სხვა ჯგუფებთან ერთად , ხალხი “ წვიმის მუსიკოსებს ” არქმევს .
24 ნოემბერი ჯგუფი აორგანიზებს და მონაწილეობს პარლამენტის წინ ჩატარებულ საზეიმო კონცერტში , რომელიც “ ვარდების რევოლუციის ” გამარჯვებას ეძღვნება .
ახალი წლის ღამე 2004 საახალწლო კონცერტი ღია ცის ქვეშ თბილისში , რესპუბლიკის მოედანზე .
2004 ინტენსიური ტურნე საქართველოს რეგიონებში .
მაისი 2004 ჯგუფი აორგანიზებს და მონაწილეობს ბათუმის სტადიონზე 100 000 მაყურებლისთვის გამართულ კონცერტში , რომელიც პირდაპირ ეთერში გადაიცემა მთელი საქართველოს მასშტაბით .
2004 წარმატებული გამოსვლა საქართველოს ფოლკლორული მუსიკის ფესტივალზე “არტგენი”.
2004 Soft Eject აქტიურად მონაწილეობს სხვადასხვა რადიო და ტელეგადაცემებში .



This User-contributed text is available under the Creative Commons By-SA License; Source: Last.fm.

Zurück